„ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ჩარჩოებში კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებს და მას დეესკალაციისა და დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს.
„საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებსა და მუქარებს უკრაინის წინააღმდეგ და მას დეესკალაციისკენ და დადგენილი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.