ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დაშვებას და ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას დაკავებას.
ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში დააკავეს
შარლ მიშელი ICAO-ს მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიაენი აცხადებს, „ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და ევროპულ სუვერენიტეტზე, რაც აღმაშფოთებელია და საჭიროებს ძლიერ პასუხს“.
„ევროპული საბჭო შეთანხმდა, რომ იქნება დამატებითი სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები იყვნენ გატაცებაში, ასევე ბიზნეს და ეკონომიკურ კომპანიებზე, რომლებიც აფინანსებენ რეჟიმს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის საბჭო ასევე მოუწოდებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს, თავი შეიკავონ ბელარუსის თავზე ფრენისგან. ასევე, მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის ასაკრძალად და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შესაზღუდად. ასევე, საბჭო გამოდის მოწოდებით, რაც შეიძლება მალე შეადგინონ ფიზიკური და იურიდიული პირების სია სანქციების დასაწესებლად.