LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული კალათბურთი აირია: FIBA-მ 14 ნაკრები გააგდო

24

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ FIBA 14 ეროვნული ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა.

ესენია: სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო, მაკედონია, სერბეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლიტვა, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი.

დისკვალიფიკაციის მიზეზი ამ ქვეყნების კლუბების ევროლიგაში მონაწილეობაა. ფიბა-მ ევროლიგასთან კონტრაქტი საკლუბო ტურნირის ჩატარებაზე გასულ ზაფხულს გააუქმა.

მანამდე ფიბა, რომელმაც წამყვანი კლუბები ახალი პროექტით ვერ დააინტერესა, “ურჩ ფედერაციებს“ სხვადასხვა სანქციებით დაემუქრა.

შეგახსენეთ, რომ ევრობასკეტი 2017-ის ფინალურ ეტაპს ოთხმა ქვეყანამ: ისრაელმა, რუმინეთმა, თურქეთმა და ფინეთმა უნდა უმასპინძლოს.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები