LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული განათლება, ბალეტის გაკვეთილები და რომანი პირად მცველთან: რა არის ცნობილი კიმ ჩენ ინის უმცროს დაზე და მის სავარაუდო მემკვიდრეზე

300
kimchaninsister

რამდენიმე დღე მედია ცდილობდა დაედგინა,  სად გაქრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელიც 11 აპრილის შემდეგ გაუჩინარებული იყო. ის არც ქვეყნის მთავარ დღესასწაულს – ბაბუის კიმ ირ სენის დაბადების დღის აღნიშვნას დასწრებია. უამრავი ვერსია ვრცელდებოდა, ზოგი ფიქრობდა, რომ კიმ ჩენ ინმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და საჯაროდ გამოჩენას ერიდებოდა, ზოგი კი, დარწმუნებული იყო, რომ დიდი ხნის წინ დაიღუპა. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეული პრესა ყველა ჭორს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ,,დიდმა ბელადმა” რამდენიმე დღის წინ მისალოცი დეპეშა გაუგზავნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ნაციონალური დღესასწაული მიულოცა. მედია, კიმ ჩენ ინის სავარაუდო გარდაცველების ფაქტზეც წერდა, დასავლური სამყარო უკვე მისი მემკვიდრის ძიებაში იყო, მთავარ კანდიდატად კი, უმცროს დას – კიმ ე ჩჟონს მიიჩნევდნენ. თუმცა, კიმ ჩენ ინი 20 დღიანი გაუჩინარების შემდეგ დაბრუნდა, ამის შესახებ ინფორმაცია ,,ბიბისიმ” ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

რა არის ცნობილი კიმ ჩენ ინის უმცროს დაზე –  კიმ ე ჩჟონზე, რომელიც სავარაუდო მემკვიდრედ სახელდება:

ოჯახი – კიმ ე ჩჟონი პირველად საზოგადოებაში 2011 წელს, მამის დაკრძალვაზე გამოჩნდა. უფროსი ძმის მსგავასად არც მისი ასაკი იცის არავინ, თუმცა სავარაუდოდ 32 წლისაა. მართალია, მის მამას უამრავი შვილი ჰყავდა სხვადასხვა ცოლისგან, მაგრამ სწორედ კიმ ე ჩჟონი უყვარდა ყველაზე მეტად.

განათლება – ბერნში, სადაც ბალეტს და გერმანულ ენას სწავლობდა, კიმ ე ჩჟონი ფსევდოინით – პაკ მი ჰიანგის სახელით ცხოვრობდა. ამბობენ, თითქოს შვეიცარიაში და-ძმა ძალიან დაახლოვდა, მით უფრო, რომ ორივეს ერთნაირად ისწრაფვოდა ახალი იარაღის შექმნისა და ავტორიტატური რეჟიმის დამყარებისკენ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კიმ ე ჩჟონმა ადგილობრივ სამხედრო უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.

კარიერა – კიმ ე ჩჟონს მნიშვნელოვანი – პროპაგანდის და აგიტაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი უჭირავს და სერიოზულ გავლენას ახდენს ძმის საქმიანობაზე, ბევრი მას ,,ჩრდილოეთკორეელ ივანკა ტრამპსაც”, უწოდებს, რადგან ამერიკის პრეზიდენტის შვილის მსგავსად, ისიც ძმის საიდუმლო მრჩეველია. აქტიურად იკეთებს პოლიტიკურ კარიერას და სჭიროების შემთხვევაში თავისუფლად გადაიბარებს ქვეყნის მმართველობას.

ირადი ცხოვრება – სავარაუდოდ კიმ ე ჩჟონი გათხოვილია და ერთი შვილი ჰყავს, მისი მეუღლე კი, ჩრდილოეთ კორეეის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკის შვილია. ამბობენ, თითქოს კიმ ე ჩჟონის ხანგრძლივი რომანი ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან.

მმართველობის ფორმა – ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწოფოს სათავეში მოსვლის შემთხვევაში კიმ ე ჩჟონს ისეთივე აგრესიული დამოკიდებულება ექნება სხვა ქვეყნების მიმართ, როგორც მის ძმას, ნაწილი კი, თვლის, რომ ის ბევრად სასტიკი მმართველი იქნება, ვიდრე მისი ძმაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები