LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება

285
DSC02711

„ევროპული სკოლა“ აწყობს ღია კარის დღეს და აცხადებს მოსწავლეთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისთვის. ღონიძიება 29 მარტს 15:00 საათზე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო „ევროპულ სკოლაში“ შეისწავლება შემდეგი პროგრამები:

ქართული პროგრამა:

I-XII კლასები

საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები:

დაწყებითი პროგრამა(PYP);

I-V კლასები

საბაზო პროგრამა(MYP);

VI-X კლასები

სადიპლომო პროგრამა(DP);

XI-XII კლასები

ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS);

VIII-XII კლასები

სკოლამდელი აღზრდის ცენტრი – „ევროპული ბაღი

ცნობისთვის, „ევროპული სკოლა“ 2007 წელს დაფუძნდა. დასაწყისში ის მოიცავდა სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მერვე კლასის ჩათვლით არსებულ საფეხურებს. “ევროპული სკოლის“ დაარსების თავდაპირველი მიზანი იყო, ქართველი მოზარდებისთვის შეეთავაზებინა მაღალი ხარისხის დაწყებითი და საშუალო განათლება და მყარი საფუძველი ინგლისურ ენაში. ეს  ყოველივე მათ დაეხმარებოდა წარმატებების მიღწევაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოსწავლის და მისი მშობლების საგანმანათლებლო მიზნებთან არსებული არჩევნიდან გამომდინარე.

„ევროპული სკოლა“ საქართველოში მალევე გახდა პოპულარული. სკოლამ მოიპოვა განსაკუთრებული წარმატებები და არსებობის პირველსავე წლებში შეძლო სწრაფი ზრდა-განვითარება. აღნიშნული წარმატებების შედეგად სკოლის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საერთაშორისო პროგრამებიც შეეთავაზებინათ.

2009 წელს “ევროპულმა სკოლამ“ მოიპოვა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია, რომელიც მოიცავს მე-11-12 კლასებს. სკოლა გახდა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მსოფლიო სკოლა. ამის შემდეგ დაინერგა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამა (IB MYP), რათა ბავშვებს საშუალება ჰქონოდათ, ადრეული საფეხურიდანვე დაეწყოთ საერთაშორისო განათლების მიღება.

“ევროპულმა სკოლამ“ საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (IB MYP) ავტორიზაცია მოიპოვა 2012 წელს. ამავე პერიოდში დაინერგა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამა (PYP), რომელმაც ავტორიზაცია  2016 წელს მიიღო. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების დანერგვით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გადასულიყვნენ სკოლაში არსებული  ერთი პროგრამიდან მეორეში, ნაცვლად სხვა საერთაშორისო სკოლის ძიებისა და შენაცვლებისა. დღესდღეისობით სკოლაში მოქმედებს  საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სამივე ავტორიზებული პროგრამა.

2010 წელს “ევროპულმა სკოლამ“ გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია, ხოლო ხელმეორე ავტორიზაცია გაიარა 2016 წელს.

2016-2017 სასწავლო წელი საინტერესო სიახლეებით დაიწყო სკოლაში, რაც იყო შედეგი უამრავი ადამიანის ნაყოფიერი მუშაობისა. 2016 წლის სექტემბერში დაარსდა ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS),რომელმაც დანერგა ამერიკული პროგრამა მე-8-12 კლასებში. გარდა ამისა, ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს AP  პროგრამას,  PSAT-ისა და  SAT-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. ამერიკულ უმაღლეს სკოლაში არსებულმა ამერიკული განათლების დეპარტამენტმა(AED) აღნიშნული გამოცდების ჩატარების ლიცენზია 2012 წელს მიიღო.

2015 წლის ივნისში ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ მიიღო ამერიკული ორგანიზაცია AdvancED-ისა და კოლეჯებისა და სკოლების ჩრდილო-ცენტრალური ასოციაციის (NCA) სრული აკრედიტაცია.

2015 წლის ნოემბერში “ევროპული სკოლა “გახდა College Board-ის წევრი,  2016 წელს კი -საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრი. ამავე წელს სკოლას გადაეცა “დარგის ლიდერის“  ოქროს მედალი.

როგორც საერთაშორისო სკოლა, “ევროპული სკოლა“ წარმოადგენს გარემოს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოსწავლეები იღებენ განათლებას კეთილგანწყობილ ატმოსფეროში.

დეტალური ინფორმაცია „ევროპული სკოლის“ შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.europeanschool.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები