LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპულ არჩევანს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია“ – ახალგაზრდობისთვის პროექტი „საქართველოს ევროპული გზა“ ხორციელდება

124
Untitled design

არასამთავრობო ორგანიზაცია „ART&SOCIETY“, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „საქართველოს ევროპული გზა“.

პროექტი ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი, თსუ-ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაცების ცენტრის ხელმზღვანელი სალომე ჭანტურიძე აცხადებს, საქართველოს ევროპულ გზაზე მსჯელობა ახალგაზრდებთან ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე პროექტი რეგიონულ ბიბლიოთეკებში ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვას ითავლისწინებდა, ამჯერად კი პროექტი უნივერსიტეტების სტუდენტების ჩართულობით ხორიელდება.

„ვმსჯელობთ საქართველოს ევროპულ გზაზე, რომ ევროპულ არჩევანს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია და ეს გზა, რომელიც საუკუნეებს ითვლის, საუკეთესო არჩევანია ჩვენი ქეყნისთვის“, – აღნიშნა სალომე ჭანტურიძემ.

 

 

პროექტის ავტორების განცხადებით, პროექტი მარტიდან დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში საინფორმაციო კამპანიის წარმართვას ითვალისწინებს.

პროექტის პირველ ეტაპზე თემატური შეხვედრა-დისკუსიები სამცხე-ჯავახეთისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად გაიმართება.

განსახილველი თემები იქნება: რატომ ვირჩევთ ევროპას, რა არის ევროპული ღირებულებები, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული არჩევანი და რა ფასეულობებით შეიძლება ვიქცეთ ნამდვილი ცივილიზებული საზოგადოების ნაწილად.

„ებერტის ფონდი 20 წელზე მეტია საქართველოში სწორდ ევროპულ ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო კულტურის გაძლიერებას უჭერს მხარს“, – განაცხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერმა სალომე ალანიამ.

მისივე თქმით, ამ პროექტით ხდება ხაზგასმა, რომ ევროპული არჩევანი ბოლო პერიოდის გამოძახილი არ არის და ის არის ქვეყნის კულტურის, მისი პოლიტიკის ავთენტურობის ნაწილი და ამისი ნათელი მაგალითია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.

სალომე ალანიამ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სწორედ ისტორიული ფაქტების და რეალობის ჭრილში მოხდება ქვეყნის აწმყოსა და მომავლის პერსპექტივების განხილვა, ასევე იმ ყალბი მითების მსხვრევა, რომელიც ბოლო დროს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ვრცელდება.

პროექტის დასკვნით ეტაპზე, თითოეული საუნივერსიტეტო ქალაქის სტუდენტური ჯგუფებისთვის გათვალისწინებულია მცირე გრანტი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები, შეძენილი ცოდნით, უკვე თავად შეძლებენ საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.