LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპროდუქტის მოგზაურობა შრი-ლანკაზე, ცეილონის ჩაისა და მზის სამშობლოში

2033
მთავარი ფოტო

პრემიუმ ბრენდების უმსხვილესმა იმპორტიორმა „ევროპროდუქტმა“ ახლახან შრი-ლანკიდან საქართველოში „დილმას“ წარმოების ცეილონის ჩაის შემოტანა დაიწყო. უმაღლესი ხარისხით გამორჩეულ ჩაის ამ ბრენდთან პარტნიორობის განსამტკიცებლად, „ევროპროდუქტის“ გუნდი შრი-ლანკას ესტუმრა.

„ევროპროდუქტისთვის“ უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქტების მწარმოებლებს პირადად შევხვდეთ და წარმოების პროცესს დეტალურად გავეცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „დილმასთან“ უკვე ვთანამშრომლობდით, ამ ვიზიტით გვინდოდა უფრო ღრმა, გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობისთვის ჩაგვეყარა საფუძველი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის წარმოების დეტალების პირადად გაცნობა და „დილმას“ აღმასრულებელ დირექტორთან, დილან ფერნანდოსთან შეხვედრა. შეხვედრის ბოლოს სამახსოვრო საჩუქრებიც გავცვალეთ“, – ამბობს „ევროპროდუქტის“ ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე თავდიშვილი.

„ევროპროდუქტის“ გუნდმა შრი-ლანკაშიც იმოგზაურა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. მოგზაურობას Movement-ის ორი ვიდეო მიეძღვნა – ამბავი ჩაის შესახებ, რომელიც ადგილობრივ ჩაის კულტურაზე მოგვითხრობს და მოგზაურობა შრი-ლანკაზე, რომელიც ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.

„ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო შრი-ლანკის კულტურისა და ბუნების აღმოჩენა იყო. გვინდოდა, ნანახი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და გადავწყვიტეთ, Movement-თან თანამშრომლობით, ამბები შრი-ლანკაზე ჩვენი მომხმარებლებისთვის მოგვეყოლა“, – ამბობს „ევროპროდუქტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

შრი-ლანკაში მოგზაურობა „ევროპროდუქტისა“ და Movement-ის კვალდაკვალ

შრი-ლანკა მულტინაციონალური, განსხვავებული კულტურების, რელიგიებისა და ენების ქვეყანაა, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობენ ერთმანეთთან.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემთვის სწორედ იმის დანახვა იყო, რომ განსხვავებების მიუხედავად, ეს კულტურები ერთმანეთს კი არ უშლიან ხელს, პირიქით, ავსებენ და სწორედ ამ ერთიანობით ქმნიან ქვეყნის უნიკალურობას“, – ამბობს ანანო თავხელიძე.

ამის მაგალითი შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში მდებარე განგარამას ბუდისტური ტაძარიცაა, რომელსაც ერთ-ერთ ვიდეოში ვეცნობით. მისი არქიტექტურა შრი-ლანკურ, ჩინურ, ტაილანდურ და ინდურ დეტალებს შეიცავს. დამბულას ძველი ბუდისტური ტაძრის არქიტექტურა კი იმასაც ადასტურებს, რომ შრი-ლანკა სხვადასხვა კულტურებისა და ცივილიზაციების შეხვედრის ადგილად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იქცა.

თუ ვიდეოს ნახვის შემდეგ, შრი-ლანკაში მოგზაურობას თავადაც გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ სიგირიაც – კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.

ველური ბუნება და სპილოები

შრი-ლანკის გასაცნობად ადგილობრივები ეროვნული პარკებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უდავალავეს პარკის ნახვასაც გვირჩევენ. აქ 800-მდე სპილო და ველური და უნიკალური სახეობების სხვა ცხოველები და ფრინველები სახლობენ.

„უდავალავეში არის სპილოების თავშესაფარიც, სადაც ობლად დარჩენილი სპლიყვები მიჰყავთ. მათ იქ 5 წლამდე ზრდიან, იქამდე, სანამ ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად მზად არ იქნებიან. ის, თუ როგორ ზრუნავენ შრი-ლანკელები სპლიყვებზე, კარგად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად ბუნებისა და მათი ბინადრების მიმართ“, – ამბობს ანანო თავხელიძე.

მართლაც, შრი-ლანკელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრებაა. ისინი ამბობენ, რომ ბუნებისგან სიკეთეების მიღება მისი დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, გარემოზე ადამიანთა მავნე ზემოქმედება მაინც შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, „დილმამ“ 2007 წელს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დააფუძნა. კომპანიის მოგების ნაწილი ამ ორგანიზაციაში მიდის და ის მდგრადი მეურნეობის განვითარებას, გარემოზე ზიანის შემცირებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ხმარდება.

„დაარსებიდან დღემდე „დილმას“ მთავარი ღირებულება ეთიკური ჩაის შექმნაა, რაც არა მხოლოდ ხარისხიანი და სუფთა პროდუქტის შექმნას გულისხმობს, არამედ მის ისე წარმოებას, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს. გვინდა, ამაში სხვა ადგილობრივ მწარმოებლებსაც დავეხმაროთ“, – ამბობს დილან ფერნანდო, „დილმას“ აღმასრულებელი დირექტორი და კომპანიის დამფუძნებლის, მერილ ჯეი ფერნანდოს შვილი.

ჩაი – შრი-ლანკის კულტურისა და ველური ბუნების ნაყოფი

შრი-ლანკა ერთ-ერთი უნიკალური ჩაის სახეობის – ცეილონის ჩაის სამშობლოა. მის ხარისხსა და ნამდვილ გემოს ქვეყნის კლიმატის, ნიადაგისა და კულტურის ერთობლიობა განაპირობებს. შრი-ლანკაში ჩაის მოყვანისა და დამუშავების ადგილობრივი წესები აქვთ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაის ხელით კრეფის პრაქტიკა და ქიმიურ დანამატებზე უარის თქმაა.

ადგილობრივი წესების გათვალისწინებით ნამდვილ ცეილონის ჩაის „დილმა“ 35 წელზე მეტია ქმნის. სწორედ ამიტომ, თუკი შრი-ლანკაში მოხვდებით, ქვეყნის სრულფასოვნად გასაცნობად შრი-ლანკელები აუცილებლად გირჩევენ „დილმას“ ცეილონის ჩაის გასინჯვასაც.

თუმცა, მანამდე მის დაგემოვნებას საქართველოშიც შეძლებთ. მეტიც, „ევროპროდუქტმა“ საქართველოში „დილმას“ პროდუქტი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

„დილან ფერნანდოს ქართული ბაზარი ძალიან აინტერესებს, ამიტომ ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა ისიც, რომ დილანსა და „დილმას“ სხვა წარმომადგენლებს ძალიან უყვართ საქართველო და ქართული სამზარეულო.  ამიტომ, ისინი საქართველოში მოვიწვიეთ და შემოდგომაზე უკვე ჩვენ ვიქნებით მათი მასპინძლები“, – ამბობს თორნიკე თავდიშვილი.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები