Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები მოიპოვეს – მედია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები მოიპოვეს – მედია

81
კონტრაბანდ

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება, რომელიც ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები.

ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი.

„არსებობს რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ დამნაშავეთა ან ტერორისტების ხელში მოხვდება“, – აცხადებს ევროპოლის წარმომადგენელი.

მისი თქმით, შენიშნეს, რომ უკრაინიდან გადიოდნენ პირები ცეცხლსასროლი იარაღით. არსებობს შეშფოთება, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები საზღვრის გასწვრივ ინახება ევროკავშირში კონტრაბანდისთვის.

ცოტა ხნის წინ, გერმანულმა არხმა SWR კონფიდენციალური წერილიდან ციტირებით განაცხადა, რომ გამომძიებლების მონაცემებით, „რეგიონში დანაშაულებრივი ქსელები აქტიურია და ახორციელებენ ან გეგმავენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი ოდენობის კონტრაბანდას, მათ შორის სამხედრო იარაღის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები