LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე ლამაზი 10 საშოპინგო ქუჩები

1101

შოპინგი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ქუჩები სადაც მთავარი მაღაზიებია განთავსებული – მხოლოდ შოპინგისთვის არ არის განკუთვნილი და ნამდვილ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს. ყველაზე მიმზიდველ ქუჩათა რეიტინგში მოხვედრილი დანიშნულებებიდან უმრავლესობა ზედმეტად მდიდრული და ნაკლებად ხელმისაწვდომია, თუმცა ეს არ უშლის ხელს ვიზიტორებს იმაში, რომ ისინი მოინახულონ და ფეშენებელურ ნივთებს თვალი ახლოდან შეავლონ.

პრინცის ქუჩა, ედინბურგი, შოტლანდია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ლეგენდარული ქუჩაა. პრინცის ქუჩა პოპულარული ჯერ კიდევ 1800-იანი წლებიდან გახდა და უჩვეულო არქიტექტურა პატარა თუ დიდი მაღაზიების ორგანულ შერწყმას წარმოადგენს.

მეცხრე ქუჩა, ამსტერდამი, ჰოლანდია

ყველაზე მიმზიდველ უბანში განთავსებული ქუჩა შოპინგის მოყვარულთა საყვარელ ადგილს წარმოადგენს. კოლორიტულ ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში აბსოლუტურად ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი და სასურველ ნივთს ყველაზე პრეტენზიული ტურისტიც კი იპოვის.

შანზე ლიზე, პარიზი, საფრანგეთი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საშოპინგო ქუჩა ამავდროულად ყველაზე მიმზიდველიცაა. ალბათ ნაკლებად მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც თავის გულისსწორთან ერთად შანზე ლიზეზე არ გაისეირნებდა.

გამლა-სტანი, სტოკჰოლმი, შვედეთი

სტოკჰოლმის ისტორიული ნაწილი ლამაზი ქუჩების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მე-13 საუკუნის დროინდელ ნაგებობებში მიმალულ მაღაზიებში შოპინგს ალბათ სულ სხვა ხიბლი აქვს. იქვე მდებარე ულამაზესი პატარა კაფეები კი ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.

The Shambles, იორკი, ინგლისი

ბრიტანეთის ყველაზე ფოტოგენურ ქუჩად აღიარებული „The Shambles” იორკის ისტორიული ნაწილის ცენტრია. უჩვეულო ფორმის ნაგებობების უბანი წარსულში ხორცის შესაძენად საუკეთესო ადგილს წარმოადგენდა. დღესდღეობით კი ქუჩა შოპინგის მოყვარულებს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

მარია ტერეზას ქუჩა, ინსბრუკი, ავსტრია

ინსბრუკი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. ქალაქის ძველი ნაწილი ფართო ქუჩებითა და მაღაზიებითაა ცნობილი, თუმცა მარია ტერეზა მაინც მთავარ საშოპინგო ქუჩად ითვლება.

Galeries Royales Saint-Hubert, ბრიუსელი, ბელგია

მიმზიდველი საშოპინგო ქუჩა შეიძლება ითქვას რომ ევროპაში პირველია. მინის გზა, ულამაზესი სკულპტურები და ისტორიული მაღაზიები ქუჩას არტისტთა და მწერალთა საყვარელ ადგილად აქცევს.

Via Dei Condotti, რომი

თუკი გსურთ, რომ მეხუთე ავენიუს რომაული ვარიანტი იხილოთ, სწორედ ვია დეის უნდა ეწვიოთ. ეს ქუჩები იტალიაში ყველაზე მდიდრულია და შოპინგზე მეტად ვიზიტორები მათ დასათვალიერებლად აკითხავენ ხოლმე.

Getriedegasse, ზალცბურგი, ავსტრია

ზალცბურგის ისტორიული ნაწილის ყველაზე მიმზიდველი, გადატვირთული და აქტიური ქუჩა სწორედ შოპინგის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. ქუჩას მომხიბვლელობას გარდა მრავალფეროვანი მაღაზიებისა ღია კაფეები და მუზეუმებიც სძენენ.

ლეინსი, ბრაიტონი, ინგლისი

ბრაიტონში ჩასვლა „Lanes”-ის მონახულების გარეშე დაუშვებელია. ყველაზე მოდური ბუტიკების გვერდით საკმაოდ ხელმისაწვდომი მაღაზიებიცაა განლაგებული, რაც ბრაიტონში შოპინგს ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები