„პანათინაიკოსის“ ულტრასები პოლიციას პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე შეასკდნენ.
გასულ უქმეებზე საბერძნეთში მთავარი მატჩი უნდა გამართულიყო: „პანათინაიკოსი“ – „ოლიმპიაკოსი“. ამ დაპირისპირებას ცეცხლი და ვნება არასოდეს აკლია, თუმცა ამჯერად ფანები განსაკუთრებულად მობილიზებულები იყვნენ.
ჯერ კიდევ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ათენში შეჯახება მოხდა პოლიციას და ქომაგებს შორის. გამოიყენეს ასაფეთქებელი, შაშხანები, ქვები, ბოთლები, ჯოხები…
როდესაც „ოლიმპიაკოსი“ მოედანზე გავიდა და გაზონის მდგომარეობას ამოწმებდა, ფორვარდ ალფრედ ფინბოგასონს შაშხანამ ჩაუფრინა. ისლანდიელმა დროზე მოასწრო გაწეულიყო და არ დაზიანებულა, მაგრამ მსაჯებმა ეს ინციდენტი შეამჩნიეს და მატჩის დაწყება გადადეს.
30 წუთის შემდეგ კი თამაში საერთოდ გააუქმეს. ამ დროს დიდი არეულობა დაიწყო. ფანები მოედანზე შეიჭრნენ და პოლიციასთან შეტაკება მოუხდათ. სამართალდამცავთა მისამართით ტრიბუნებიდან სკამები და ათასი ჯართი გაფრინდა.
ჯამში 50 კაცი დააკავეს. „პანათინაიკოსი“ განცხადებით გამოვიდა, რომ არეულობაზე პასუხისმგებლობა მსაჯებმა უნდა აიღო, რომელთაც თამაში გაააუქმეს.