LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის წლის ავტომობილი“ ისტორიაში პირველად Jeep გახდა

114
jeep

ევროპის „წლის ავტომობილი“ ისტორიაში პირველად Jeep გახდა. კონკურსის ჟიურიმ გამარჯვება ელექტრონულ კროსოვერ Avenger-ს მიანიჭა; Jeep-ის სიახლემ 328 ქულა მოიპოვა და უკან ისეთი სიახლეები ჩამოიტოვა, როგორიცაა Volkswagen-ის „ელემენტიანი“ მინივენი ID. Buzz და Nissan Ariya. ფინალში გავიდნენ ასევე Kia Niro (200 ქულა), Renault Austral (163), Peugeot 408 (149) და ტყუპები Subaru Solterra/Toyota bZ4X (133).

Jeep avenger საკულტო ამერიკულ ყველგანმავლებს ნაკლებად თუ გავს, ეს მოდელი Stellantis-ის ბაზაზე, ევროპისთვისაა აგებული და სიახლეს პოლონეთი გამოუშვებს.

ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმამ Jeep-ს საშუალება მისცა Car OF The Year-ის ჟიურისთვის მოეწონებინა თავი და Avenger-ის წარმატება ამერიკული მწარმოებლისთვის 2012 წლის შემდეგ პირველია. როგორც წესი, ჟიური უპირატესობას შედარებით ხელმისაწვდომ მასობრივ ავტომობილებს ანიჭებს, ასე რომ Ferrari Purosangue და Xpeng P5 ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები