ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პრეპარატი რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის, რომლებსაც დამატებითი ჟანგბადი არ ესაჭიროებათ და დაავადების გაუარესების რისკი აქვთ.
კომპანიის ცნობით, კოვიდინფიცირების შემთხვევაში პრეპარატი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკებს.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევაში მონაწილე იმ პირებს შორის, ვინც Pfizer-ის პრეპარატი მიიღო, არავინ გარდაცვლილა.
„Paxlovid“-ის მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სახლში მკურნალობის დროსაც. ის პირველი წამალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტირებული ფორმით, რომლის გამოყენებაზეც ევროკავშირში რეკომენდაცია გაიცა.