დღევანდელ ფეხბურთში კლუბების შემოსავლის დიდი ნაწილი სატელევიზიო და კომერციულ გარიგებებზეა დაფუძნებული. თუმცა ბილეთების გაყიდვასაც მოაქვს უზარმაზარი შემოსავალი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე სტადიონების ტევადობას და თუნდაც ბილეთების ფასებს.
რომელი ევროპული გუნდები შოულობენ ბილეთების გაყიდვით ყველაზე მეტს? მივმართოთ ფიფას ფინანსურ ანგარიშს და ისე ვნახოთ.
№10. მანჩესტერ სიტი – 64 მილიონი ევრო
№9. ჩელსი – 76 მილიონი ევრო
№8. ტოტენჰემი – 80 მილიონი ევრო
№7. ლივერპული – 90 მილიონი ევრო
№6. პსჟ – 100 მილიონი ევრო
№5. მანჩესტერ იუნაიტედი – 107 მილიონი ევრო
№4. არსენალი – 112 მილიონი ევრო
№3. ბაიერნი – 122 მილიონი ევრო
№2. რეალ მადრიდი – 146 მილიონი ევრო
№1. ბარსელონა – 164 მილიონი ევრო
ოცეულში ასევე შევიდნენ:
“მილანი” (37 მილიონი); “ლიონი” (37); “ვესტ ჰემი” (38); “აინტრახტი” (41); “სელტიკი” (42); “რომა” (42); “ბორუსია” (42); ბილბაოს “ატლეტიკი” (47); “ატლეტიკო” (57); “იუვენტუსი” (58).