ევროპული განათლება განსაკუთრებით პრესტიჟულად ითვლება, რადგან განათლება არა მხოლოდ საინტერესო სპეციალობის შეძენას, არამდე უცხო ქვეყნის, მისი ისტორიის და კულტურის შესწავლას გულისხმობს. გთავაზობთ ევროპის ქალაქების ნუსხას, სადაც ყველაზე სასიამოვნოა სწავლა და ცხოვრება.
პარიზი – სიყვარულის ქალაქში სწავლა საშუალოდ 2 400 დოლარი ღირს, რადგან აქ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვთ, მეტიც, განათლების ხარისხით პარიზი მეორე ადგილზეა მსოფლიო უნივერსიტეტების ნუსხაში. სხვათაშორის, პარიზის ზოგიერთ უნივერსიტეტში სწავლა უფასოდაც შეიძლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქალაქი მასიურად იზიდავს უცხოელ სტუდენტებს. თუმცა, პარიზში მთავარი არა სწავლის საფასური, არამედ მუდამ სადღესასწაულო ატმოსფეროა, რომელსაც მდიდარი კულტურულ-სამეცნიერო მემკვიდრეობა, კოლორიტული ღირსშესანიშნაობები და უგემრიელესი სამზარეულო ავსებს.
ლონდონი – ბრიტანეთის დედაქალაქში განათლების მიღება საშუალოდ 22 100 დოლარი ღირს. აღსანიშნავია, ინგლისური საგანმანათლებლო დაწესებულებების, განსაკუთრებით Imperial College-ის რეიტინგი, რომელიც პარიზიასა და მონრეალის სასწავლებლებთან ერთად ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების ნუსხაში. სხვათაშორის, საგანმანათლებლო პარამეტრებთან ერთად რეიტინგი ცხოვრების დონესაც ითვალისწინებს, რომელიც ლონდონში მართლაც უმაღლესი დონისაა, თუ რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით მუდმივად ამინდს. ასე რომ, თუ მზად ხართ შეეგუოთ მუდმივად ღრუბლიან ცას, თავისი თეატრებით, მუზეუმებითა და გალერეებით (რომელთა სტუმრობა უფასოდაც შეიძლება), იდუმალებით მოცული ქუჩებით (რომელთაგან ყველას საკუთარი ისტორია აქვს), ღამის ცხოვრებით და საერთაშორისო სამზარეულოთი, ლონდონი მართლაც ფანტასტიკური ადგილია ნებისმიერი სტუდენტისთვის.
ციურიხი – ციურიხში, რომელიც მსოფლიოს საუნივერსიტეტო ქალაქების ნუსხაში მე-12 პოზიით მოხვდა, სწავლა საშუალოდ 2 000 დოლარი ღირს. შვეიცარიის დედაქალაქი, რომელსაც ხშირად „ევროპის სინგაპურსაც“ უწოდებენ, მსოფლიოს უმსხვილესი მეგაპოლისია ცხოვრების მაღალი დონით, მრავალფეროვანი სტუდენტური თავშესაქცევით და დამქირავებელთა აქტივობით. მოდური ბარებითა და რესტორნებით მდიდარ ქალაქში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქუჩის ხელოვნება და ევროპის უმსხვილესი საცეკვაო წვეულება, რომელიც ღია ცის ქვეშ ეწყობა.
მიუნხენი – ხელმისაწვდომობის წყალობით (გერმანიაში ყველა სტუდენტისთვის უფასოა სწავლა), ცხოვრების ხარისხით და დამქირავებელთა აქტივობით მიუნჰენი მე-14 პოზიციას იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტური ქალაქების ნუსხაში. ბავარიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რომელიც გერმანული საავტომობილო წარმოების ცენტრად და ცნობილი ფესტივალის „ოქტობერფესტის“ სამშობლოდ ითვლება, განსაკუთრებით ფეხბურთის და ლუდის მოყვარულებს მოხიბლავს, რადგან აქ საინტერესო მატჩებიც მრავლად იმართევბა და ლუდიც პრაქტიკულად მდინარედ მოედინება.
ბერლინი – გერმანიის დედაქალაქი ევროპის საუკეთესო სტუდენტური ქალაქების რეიტინგის კიდევ ერთი ლიდერია, რაც პირველ რიგში განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობითაა განპირობებული. ამასთანავე, ბერლინში კომფორტულად ცხოვრებაც ნაკლებად ხარჯიანია.