LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საუკეთესო ბარი ბარსელონაში მდებარეობს

42
4

საპატიო პრემიის The world’s 50 best bars ვერსიით, ევროპის საუკეთესო ბარად ბარსელონაში მდებარე Paradiso აღიარეს. ინფორმაცია ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

ჩვეულებრივ მაღაზიაში, მაცივრის კარის წინ მდგომებისთვის ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ ისინი საუკეთესო ბარის შესასვლელთან იმყოფებიან.

ბარსელონას Paradiso – სალვადორ დალის სტილში შესრულებული დაწესებულებაა. ინტერიერი ხისგანაა დამზადებული, მენიუ ძალიან მრავალფეროვანია. ეს მრავალფეროვნება განსაკუთრებით კოქტეილებს ეხება და თავისი გემოვნების სასმლის პოვნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ბარი Carrer de Rera Palau-ს ქუჩაზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები