„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა პრემია Golden Boy-2015 მიიღო.
ფრანგი ფორვარდი ევროპის 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
იტალიის საგაზეთო ჯიხურებში ჟურნალ Tuttosport-ის ახალი ნომერი გამოჩნდა, რომელშიც წერია კიდეც 2015 წლის „ოქროს ბიჭის“ პრემიის გამარჯვებულზე. ხმის მიცემის შედეგად მარსიალმა აჯობა ისეთ ახალგაზრდებს, როგორებიც არიან დელე ალი (ტოტენჰემი), ექტორ ბელერინი (არსენალი), ლუკ შოუ (მანჩესტერი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), ადნან იანუზაი (ბორუსია) და მუნირ ელ-ჰადიდი (ბარსელონა).
პრემია Golden Boy 2003 წელს დაარსდა, რომლის პირველი გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა, შარშან კი ჯილდო რაჰიმ სტერლინგმა დაისაკუთრა.