ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ვინაობა ცნობილია. ექსპერტებმა 13 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ევროპის 20 „ლოუკოსტერი” შეაფასეს და საუკეთესო TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი გამოაქვეყნეს.
როგორც ვებგვერდი avianews.ge იუწყება, საუკეთესო შეფასება და ყველაზე მაღალი ქულები ბერძნულმა ავიაკომპანია Aegean Airlines-მა მიიღო, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე დიდი ხნია ოპერირებს. რეიტინგში მეორე ადგილზეა ავიაკომპანია Norwegian-ი, ხოლო მესამეზე- Pegasus, რომელიც საქართველოში ფრენებს ასევე ახორციელებს.
რაც შეეხება, საუკეთესო ლოუკოსტერების TOP-5-ში მოხვედრილ დანარჩენ 2 ავიაკომპანიას, ესენი არიან: FlyOne და EasyJet.