Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ევროპის საინვესტიციო ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას საქართველოში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას საქართველოში

49

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ”ბანკ რესპუბლიკას” მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად, 22.5 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოუყო, რაც წარმოადგენს ჯამში 45 მილიონი ევროს ოდენობის დამტკიცებული სესხის პირველ ტრანშს.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მძლავრ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორს. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შეღავათიანი პირობებით გამოყოფილი საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფს იმ კომპანიების უკეთეს წვდომას ფინანსებზე, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დაფინანსებაში,“ – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების საკრედიტო ოპერაციების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ.

როგორც ”ფორტუნას” ”ბანკ რესპუბლიკადან” აცნობეს, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით დაფინანსდება საქართველოში ვაჭრობის და კომერციის სფეროში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები; მათ  უფრო ფართო წვდომა ექნებათ დაფინანსებაზე და უკეთ დაიკმაყოფილებენ საინვესტიციო და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებებს. ეს კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას.  გარდა ამისა, საკრედიტო ხაზი  ხელს შეუწყობს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და “ბანკ რესპუბლიკას” შორის  წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას. 2010 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა “ბანკ რესპუბლიკას” 35 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო.

ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ხელშეკრულების შედეგად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის დაფინანსების მოცულობა 172 მილიონი ევრომდე გაიზრდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ოპერაციების მთლიანი მოცულობა კი 820 მილიონ ევროს მიაღწევს. მათ შორისაა ურბანული რეკონსტრუქციის მხარდაჭერის (გასულ წელს წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალის შემდეგ) და ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში დაფინანსებული აქვს პროექტები ტრანსპორტის, წყლის და ენერგეტიკის სექტორებში.