პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიცია არის, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იქ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები და ვუსურვებთ წარმატებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მიხედვით, ტალიაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გრეტა წიწავა ხდება, რომელსაც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველია.