LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქალაქში გავატაროთ დაუვიწყარი ახალი წელი?

1540
mtavari biznesi

გინდათ ახალ წელს რაიმე ახალი სცადოთ, ნახოთ სხვა ქალაქები, დრო გაატაროთ განსხვავებულ გარემოში და შეხვდეთ ახალ ადამიანებს? აღმოაჩინეთ საუკეთესო მიმართულებები ახალი წლის აღსანიშნავად ევროპაში. დატკბით ევროპის ულამაზესი ფეიერვერკით ულამაზეს მოედნებზე, იცეკვეთ და იმღერეთ საახალწლოდ ორგანიზებული ღონისძიებებისა და კონცერტების რიტმზე. 

დაჯავშნეთ თვითმფრინავის ავიაბილეთები საახალწლო და გაემგზავრეთ უნიკალური გამოცდილების მისაღებად.

 

1. ლონდონი, ინგლისი

 

 

ლონდონი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია საახალწლოდ, რადგან აქ ყველასთვის არის რაღაც განსაკუთრებული. უპირველეს ყოვლისა, ლონდონში უამრავი სპეციალური ღონისძიებაა ბავშვებისა და ოჯახებისთვის. მაგალითად სანტასთან შეხვედრა ბავშვების საყვარელ ადგილებში, როგორიცაა Willows Farm ან ლონდონის ზოოპარკი და სხვა.

ლონდონის ერთ-ერთი ეპიკური მოვლენაა “ზამთრის საოცრებათა ქვეყანა”, რომელიც ჩვეულებრივ იწყება დაახლოებით 20 ნოემბერს ჰაიდ პარკში და გრძელდება იანვრის პირველ კვირამდე.

ლონდონი ასევე ცნობილია ზამთრის სინათლის ფესტივალებით, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენი მოსანახულებელი ადგილების სიის სათავეში. ბილეთები იყიდება ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო განათების ფესტივალი არის Kew Gardens-ში. თუმცა, არ ინერვიულოთ, თუ ეს გამოტოვეთ, უემბლი პარკში Winterfest ასევე გთავაზობთ სინათლის შოუს და ის უფასოა.

რა თქმა უნდა, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ფეიერვერკი არის სულის შემძვრელი აუცილებლად სანახავი ღონისძიება, რომლითაც შეგიძლიათ დატკბეთ მდინარის სანაპიროდან, რომელიმე სენობის სახურავიდან ან თუნდაც თვქნეი სასტუმროდა, რადგან ეს შესანიშნავი სანახაობა თითქმის ყველა ადგილიდან კარგად ჩანს.

და ბოლოს, რა არის ახალი წელი წვეულების გარეშე? ლონდონი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საახალწლო წვეულებებისთვი. ქალაქის თითქმის ნებისმიერ კლუბში, ბარში, სასტუმროში, თეატრებში და, რა თქმა უნდა, ქუჩაში ნახავთ საახალწლო წვეულებებს ყველა გემოვნების ადამიანისთვის.

 

2. ამსტერდამი, ჰოლანდია

 

 

ყოველწლიურად, ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი ახალ წელს ევროპაში საუკეთესო საახალწლო ზეიმით ხვდება. 

ეს მომხიბვლელი ქალაქი ცნობილია თავისი არხებით, ვიწრო დარბაზული სახლებითა და ქვაფენილიანი ქუჩებით. სასობაო პერიოდში ქალაქში სინათლის ფესტივალები ეწყობა, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო მხატვრების ინსტალაციებით. 

ამსტერდამში ახალი წლის ღამე ქუჩებში იწყება. გაემგზავრეთ ქალაქის ცენტრში, ისეთი ადგილებისკენ, როგორიცაა Dam Square, Leidseplein, The Nieuwmarkt და Rembrandtplein, სადაც შეხვდებით ადგილობრივებსა და სტუმრებს, რომლებიც ახალ წელს ერთად ელოდებიან.

ჰოლანდიური ტრადიციაა ახალი წლის ღამეს მიირთვათ ოლიბოლი ჭიქა შამპანურთან ერთად, კიდევ ერთი სახალისო ჰოლანდიური საახალწლო ტრადიცია არის ოდეჯარსლოტის ყიდვა. ეს სპეციალური ლატარიის ბილეთი იყიდება ახალი წლის ღამეს და ვინ იცის, იქნებ ახალ წელს მილიონერიც კი შეხვდეთ!

 

3. ბერლინი, გერმანია

 

 

ბერლინი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია და მის მოსანახულებლად ერთ-ერთი საუკეთესო დრო სილვესტერია – გერმანული ახალი წლის ღამე, რომლის ტრადიცია შუაღამისას ჟელატინიტ სავსე დონატების ჭამა. წლის ბოლო საღამოს ქალაქი ცოცხლდება დღესასწაულებითა და ფეიერვერკით. უმჯობესია, 31 დეკემბრის დილას, იძინოთ ცოტა ხნით, რათა მოემზადოთ მომავალი მხიარული ღამისთვის.

დღის განმავლობაში დაათვალიერეთ ქალაქი და ეწვიეთ რამდენიმე საუკეთესო ღირსშესანიშნაობას, როგორიცაა ბრანდენბურგის კარიბჭე, საგუშაგო ჩარლი ან ისტ-საიდ გალერეა. საღამოს კი, თუ მზად ხართ წვეულებისთვის, დაჯავშნეთ ბილეთები ბერლინის რომელიმე ცნობილ კლუბში ან აირჩიეთ ადგილობრივებთან და ტურისტებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა ქალაქის ოფიციალურ წვეულებაზე ბრანდენბურგის კაიბჭესთან.

ერთი რამ უდავოა! რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ აღსანიშნავად, აუცილებლად იხილავთ შთამბეჭდავ და დაუვიწყარ ფეიერვერკებს!

 

4. პარიზი, საფრანგეთი

 

 

პარიზი ევროპის ერთ-ერთი საკულტო ქალაქია, ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობით, ეიფელით. თუ გსურთ საახალწლოდ ევროპის საუკეთესო ადგილების მონახულება, პარიზს არაფერი სჯობს. Ელისეს მინდვრები საოცარი ადგილია, რადგან ათასობით ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები ერთნაირად მიემართებიან ცნობილ ქუჩაზე პარიზის ფეიერვერკების სანახავად.

უნიკალური საახალწლო გამოცდილებისთვის, ისიამოვნეთ მდინარის კრუიზით მდინარე სენაზე ჭიქა შამპანიურით და ეიფელის კოშკის საუკეთესო ხედებით, ფეიერვერკების დროს. თუ გირჩევნიათ საახალწლო ღამე პარიზში ეიფელის კოშკის ულამაზესი ხედით გაატაროთ, მაგრამ აურზაურის გარეშე, დაჯავშნეთ პარიზის სასტუმროს ეიფელის კოშკის ხედით.

 

5. ვენა, ავსტრია

 

 

ვენა, ავსტრიის დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ქალაქია ევროპაში საუკეთესო ახალი წლის გასატარებლად, სადაც მთელი ქალაქი ზეიმობს მრავალი ღონისძიებით. ცენტრში არის რამდენიმე განსხვავებული სცენა სხვადასხვა სახის მუსიკით, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სად გაატაროთ წვეულება თქვენი გემოვნების მიხედვით.

შუაღამისას ქალაქის ტროტუარები და ქუჩები გადაიქცევა საცეკვაო მოედნებად, რათა ხალხმა ერთად იცეკვოს ლურჯი დუნაის ვალსი, ყველაზე ტიპიურ ვენურ კლასიკურ სიმღერაზე.

თუ არ იღლებით და გინდათ მაქსიმალურად დაიტვირთოთ თავი საახალწლო ღონისძიებებით, უნდა დაესწროთ მსოფლიოში ცნობილ ოპერის კონცერტს 1 იანვარს. ხოლო, თუ დასვენება გსურთ, შეგიძლიათ ფინჯანი ყავისა და ცნობილი საჩერის ნამცხვრის მისართმევად წახვიდეთ ვენის ერთ-ერთ ტრადიციულ ყავის სახლში.

საახალწლო საღამო ვენაში საუკეთესოდ რომ გაატაროთ, უმჯობესია დარჩეთ სადმე შიდა ცენტრში.

ასევე, თუ გსურთ გაატაროთ ახალი წელი ევროპაში, თუმცა ბიუჯეტურად, თქვენ შეგიძლიათ გაემგზავროთ რამდენიმე იაფი, მაგრამ საუკეთესო საახალწლო მიმართულებით, როგორიცაა: პრაღა, ვილნიუსი, ზაგრები და ბრატისლავა.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, უმჯობესია დაგეგმოთ საახალწლო მოგზაურობა წინასწარ, რომ შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები სასურველი მიმართულებით შედარებით ხელმისაწვდომ ფასად და მიიღოთ საუკეთესო შემოთავაზება ავიაკომპანიებისა და სააგენტოებისგან. 

როგორც იცით, საქართველოში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი ფრენებს საუკეთესო ფასად, ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით ვთავაზობს. დაბალბიუჯეტური რეისების აწყობა ასევე შეგიძლიათ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც.

ნებისმიერი მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ Avia.ge ავიაბილთები -ს საძიებო სისტემა, სადაც შეგიძლიათ ფილტრაცია მოახდინოთ ფასების, თარიღებისა და ავიაკომპანიების მიხედვით, რაც გაგიმარტივებთ სასურველი ავიაბილეთის შერჩევას.

ან ეწვიოთ ოფისებს, სადაც გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან თქვენზე მორგებული ავიაბილეთების შერჩევაში. 

Avia.ge -ს ოფისები ხელმისაწვდომია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დისტანციური მომსახურების მისაღებად კი დარეკეთ ნომერზე: 551 907 907

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები