LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება

18118
5472

ევროპა მოგზაურებისთვის კოვიდ შეზღუდვებს ამსუბუქებს. საქმე ისაა, რომ საბერძნეთმა, საფრანგეთმა და პორტუგალიამ თითქმის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან, საზღვრის კვეთის დროს PCR ტესტს აღარ მოსთხოვენ.

მაგალითად, ვაქცინირებულ ტურისტებს, რომლებიც მიემგზავრებიან პორტუგალიაში, აღარ დასჭირდებათ საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება, თუმცა არავაქცინირებულ მგზავრებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხი კვლავ მოეთხოვებათ.

საფრანგეთმა ასევე გამოაცხადა, რომ მალე გააუქმებს საზღვარზე უარყოფითი კოვიდ ტესტის მოთხოვნას, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ვაქცინირებული მოგზაურებისთვის. „უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ტესტები აღარ არის საჭირო ვაქცინირებული ადამიანებისთვის“, – განაცხადა ფრანგმა მინისტრმა კლემენტ ბონემ სამშაბათს, ტელევიზია France 2-ს ეთერში.

როგორც უკვე გითხარით, PCR ტესტს აღარ მოგთხოვენ არც საბერძნეთში შესვლისას, თუ რა თქმა უნდა, ვაქცინირებული ხართ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასულია 270 დღეზე მეტი, საბერძნეთი ბუსტერ დოზას ითხოვს.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა შვედეთში. ესპანეთსა და იტალიაში კი ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები