Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს

68

ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში  უნებართვოდ ცხოვრობდნენ. ისინი ათენიდან და დუსელდორფიდან დააბრუნეს.

მათი დაბრუნების პროცესს, რომელიც დუსელდორფისა და ათენის აეროპორტებიდან განხორციელდა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლი დაესწრო. 

დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

„დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს მიგრანტებისათვის თვითმფრინავის ბორტზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

უწყების ცნობით, კვლავ პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები