LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას კარლ ჰარცელი მიიღებს – კიდევ რომელი ელჩები უერთდებიან პრეზიდენტის ინიციატივას

80
სალომე და ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.

ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში, აქციას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

ვინ უერთდება პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას? – თანხმობა და უარი ზურაბიშვილს 16 ივნისს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები