LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის მოედანზე დღეს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება

75

დღეს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე (დარეჯანის სასახლესთან) ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება.

კედელი ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო იქნება. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საჩუქრად გადაეცა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი გერმანიაში და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები