LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა დაძმობილდნენ

46

ევროპის ლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2018 წლიდან ერთსა და იმავე კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ცნობა უეფას ოფიციალურმა საიტმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საბჭოს მიერ ჰელსინკიში გამართული სხდომის შემდეგ გაავრცელა.

ადრე ევროპის ლიგის ფინალური მატჩი ყოველთვის უფრო ადრე იმართებოდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალი, თუმცა ახლა ისინი მხოლოდ რამდენიმე დღიანი ინტერვალით ჩატარდება.

”აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ 2018-2021 წლების ციკლში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალებს უეფა ერთიდაიგივე კვირას ჩაატარებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს ევროპა ლიგის ფინალიც შიდა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გაიმართოს.
ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ფინალი 2019 წლის 29 მაისს შედგება, თუმცა უცვლელი დარჩება ძველი წესი – ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფინალებს სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ”, – ნათქვამია უეფას საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპა ლიგის 2016-17 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა 24 მაისს შვედეთის ქალაქ სოლნაში, ”Friends Arena”-ზე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის ფინალს კი 3 ივნისს კარდიფის ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები