LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსი 2028 წლისთვის ისევ ჩეხეთში წავა

122
ceske-budejovice-2028-06

ჩეხური ქალაქი ჩესკე-ბუდეიოვიცე ევროპის კულტურული დედაქალაქის ტიტულს 2028 წლისთვის მიიღებს. კიდევ ერთ კულტურულ დედაქალაქს საფრანგეთის ქალაქებიდან აარჩევენ, მესამეს კი იმ ქვეყნებიდან, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობაში არ შედის. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ჩესკე-ბუდეიოვიცეში 247 კულტურული ძეგლია, რაც მას ჩეხეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ დანიშნულებად აქცევს. მთავარი მოედანი ბაროკოს სტილში შესრულებული სახლებით, ევროპაში უდიდესია. გარდა ამისა, ქალაქი განსაკუთრებული ლუდითაცაა ცნობილი.

კულტურული დედაქალაქის როლში დასახლება პროექტს (PERMA)Culture-ს განახორციელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ იზრუნებენ როგორც მიწაზე, ასევე ადამიანებსა და მათ მოთხოვნილებებზე. ასე რომ, ქალაქის მიერ დაგეგმილი ყველა ფესტივალი თუ ღონისძიება, ადამიანებსა და გარემოს შორის მჭიდრო კავშირის დამყარების თემას მოიცავს.
ჩესკე-ბუდეიოვიცე გახდება ჩეხეთის მესამე ქალაქი, პრაღის (2008 წელი) და პილსენის (2015 წელი) შემდეგ, რომელიც საპატიო სტატუსს მიიღებს.

კულტურული დედაქალაქის ტიტული ევროპულ ქალაქებს 1985 წლიდან გადაეცემათ. პროექტის მთავარი მიზანი ისაა, რომ ევროპელებმა უფრო მეტი გაიგონ თავისი მეზობლების კულტურის შესახებ და საერთაშორისო კულტურულ დიალოგში ჩაერთონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები