LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ინოვაციების დედაქალაქი დორტმუნდი გახდა

49
Capital-Dortmund-Finale-Roland-Gorecki-003-1568x882

გერმანულმა ქალაქმა დორტმუნდმა ევროპის ინოვაციების დედაქალაქის (iCapital) ტიტული მოიპოვა. ამ პრიზს ევროკომისია წელს მეშვიდედ გასცემს და როგოროც წესი, გამარჯვებულია ხოლმე ის ქალაქი, რომელიც თავის მუშაობაში ინოვაციურ მიდგომებს აქტიურად იყენებს, ასევე მათ განვითარებასაც ხელს მაქსიმალურად უწყობს.

მაგალითად, 2018 წლიდან დორტმუნდში ფუნქციონირებს ცენტრი, სადაც მსურველებს ხელოვნურ ინტელექტს შეასწავლიან. გარდა ამისა, ქალაქში არის რობოტების გამოსაცდელი ბაზაც.

ქალაქის მერიამ გამოუყენებელი სადგურის ტერიტორია გადასცა იმ ადგილობრივებს, ვისაც თავისი ინოვაციური პროექტების რეალიზება სურს.

დორტმუნდი ევროპისგან ჯილდოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს, რათა ინოვაციების სფეროში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. კიდევ ორი ფინალისტი ქალაქი, დუბლინი და მალაგა კი 100-100 ათას ევროს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციების პირველი დედაქალაქი 2014 წელს დასახელდა და მაშინ გამარჯვებული ბარსელონა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები