საჩემპიონო გალერეა: ევროპის მთავარი ქვეყნების ჩემპიონების ფოტოები.
აქ არის უეფას კოეფიციენტების მიხედვით წამყვანი ქვეყნების გამარჯვებულები.
„ბარსელონა“. თითქოს ჯერ კიდევ იანვარში გახდა ჩემპიონი.
„მანჩესტერ სიტი“. შესაძლოა ეს იყო ყველაზე მძიმე რბოლა პრემიერლიგის ისტორიაში.
„იუვენტუსი“. იტალიაში საკმაო ხანია დომინირებს და იგივეს გაკეთება ევროპაშიც სურს.
„ბაიერნი“. ბოლო ტურამდე ინერვიულა, მაგრამ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მთავრდება ხოლმე.
პსჟ. ისევ ჩემპიონია, მაგრამ ეტყობა, რომ იოლი დღეები არ ელოდება.
„ბენფიკა“. მეხუთედ მოიგო ჩემპიონატი ექვს სეზონში.
„გენკი“. მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
„შახტარი“. მე-12-ედ ისტორიაში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი გუნდია უკრაინაში. ჩემპიონი გახდა ჩვენი დათო ხოჭოლავა.
„გალათასარაი“. 22-ე ტიტული.
„აიაქსი“. ძალები შიდა ასპარეზზეც ეყო. 3 ქულით გაასწრო „ეინდჰოვენს“.
„ზალცბურგი“. ჩემპიონი და თასის მფლობელი.
„სლავია“. პრაღის გუნდმა სამ წელიწადში მეორედ მოიგო ტიტული.
პაოკ. საბერძნეთის ჩემპიონმა თასიც აიღო.
ზაგრების „დინამო“. 2005 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ერთხელ ვერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი.
„კოპენჰაგენი“. დანიის ჩემპიონატი არ დასრულებულა, მაგრამ გამარჯვებული უკვე ცნობილია.
„იანგ ბოიზი“. შვეიცარიის საუკეთესო გუნდია ზედიზედ მეორედ.
„ცრვენა ზვეზდა“. მეორე ჩემპიონობა ზედიზედ.
„სელტიკი“. 2011-დან შოტლანდიაში მარტო „სელტიკი“ იგებს, წელს „რეინჯერსი“ მეორე იყო.
„პიასტი“. ქალაქ გლივიცეს გუნდი პირველად გახდა პოლონეთის ჩემპიონი. გუნდი 10-ათასიან სტადიონზე თამაშობს.
„კლუჟი“. რუმინული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. „სტიაუა“ 5 ქულით ჩამორჩა.
„მაქაბი“. 14 გუნდიდან 4-ს ისრაელში „მაქაბი“ ქვია. წელს მოიგო „მაქაბიმ“ თელ-ავივიდან.