LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატს საფრთხე ემუქრება: გერმანელები ტერაქტებზე აფრთხილებენ

11

გერმანიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის დროს შესაძლოა ტერაქტები განხორციელდეს.

გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, რომ მსგავს ინფორმაციას გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური უწყება ავრცელებს, რომლის შესაბამისი დოკუმენტი გამოცემის რედაქციამ მოიპოვა.

დოკუმენტის თანახმად, პოტენციური საფრთხე ემუქრება საფეხბურთო ნაკრებებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სირიასა და ერაყში საერთაშორისო კოალიციის ოპერაციაში არიან ჩართული.

თავდასხმები შესაძლოა განახორციელონ როგორც მცირე ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, ისე ფანატიკოსმა ტერორისტებმა.

მიმდინარე წლის 14 მაისს ევროპოლის ხელმძღვანელმა რობ უინრაითმა გამოცემა Die Welt-თან საუბარში განაცხადა, რომ „ევრო-2016“ ტერორისტებისთვის „მიმზიდველი სამიზნეა“.

გასული წლის 13 ნოემბერს, როცა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა პარიზში ტერაქტების სერია განახორცილეს, მათ „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე სცადეს შეღწევა, სადაც იმ მომენტში საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები