LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

125
ბანკი

BM.ge-ს ინფორმაციით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა და რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) გაზარდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 4.50%-იან ნიშნულს მიაღწია.

რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები