სამწუხაროდ, სექსუალური მანდილოსნების რაოდენობა ავტომობილების სიახლოვეს სულ უფრო და უფრო მცირდება. საქმე ისაა, რომ არასამთავრობოები ქალების უფლებებზე, ჩაგვრაზე და მსგავს თემებზე ბევრს საუბრობენ და სტენდებთან მოდელების დგომასაც დისკრიმინაციად აფასებენ. სწორედ ამიტომ, „ექსპლუატაციის“ შესამცირებლად ლამაზმანები სანთლით საძებარი გახდა. თუმცა, მილანის ავტოსალონი ამ მხრივ ნამდვილი აღმოჩენა იყო და ამას ულამაზესი ფოტოკოლაჟიც ადასტურებს.