LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური – ივანიშვილმა ხმა მისცა

98
ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან, ბერასთან ერთად მივიდა.

„მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს, ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათან ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები“,- განაცხადა ივანიშვილმა.

საარჩევნო ოლქთან მყოფ მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილთან გასაუბრების სურვილი ჰქონდათ, თუმცა დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა და ივანიშვილმა ტერიტორია ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისთანავე დატოვა.