კონკურსი Car of the year 2022 დასრულდა და ევროპელებმა საუკეთესო მოდელად ელექტრონული Kia EV6 დაასახელეს, ამ უკანასკნელმა ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა. კორეული ელექტროქარის კონკურენტები ფინალში Renault Megane E-Tech და Hyundai Ioniq 5 იყვნენ და მათ შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. დანარჩენ პოზიციებზე Peugeot 308, Skoda Enyaq iV, Ford Mustang Mach-E და Cupra Born გადანაწილდნენ. ყველა ამ ფინალისტს შორის, მხოლოდ ერთი მოდელია შიდა წვის ძრავით – Peugeot 308.
ევროპული კონკურსის გამარჯვებული Kia Ev6-ის დებიუტი გასული წლის მარტში შედგა. გარდა მშობლიური ბაზრისა, EV6 რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, ავსტრალიასა და სხვა რეგიონებშიცაა წარმოდგენილი.
Kia კონკურსის ფინალში აქამდეც არაერთხელ გასულა, თუმცა მესამე პოზიციას ვერასდროს ასცდა. მითუმეტეს, გამარჯვება კომპანიისთვის ნამდვილად პირველია.