LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები გამოავლინეს (ვიდეო)

38

ევროპულმა ორგანიზაცია Euro NCAP-მ 2016 წლის ქრაშ-ტესტების შედეგები შეაჯამა და სამი ყველაზე უსაფრთხო მოდელი აარჩია. საუკეთესოდ ჰიბრიდები Toyota Prius და Hyundai Ioniq და კომპაქტური ქროოსოვერი Volkswagen Tiguan დაასახელეს.

სულ წელს Euro NCAP-მ 18 მსუბუქი ავტომობილი და ოთხი მოდელი გატესტა, რომლებიც ”მძიმე კვადროციკლების” კლასს განეკუთვნებიან. 2016 წელს ცდები ახალი წესების მიხედვით ჩატარდა, რომლის თანახმადაც, საბოლოოდ ქვეითთან ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემის ტესტის შედეგის გათვალისწინებაც ხდება.

გარდა ამისა, Euro NCAP-მ შემოიღო ე.წ. ”ორმაგი რეიტინგი”, რომელიც ავტომწრმოებელს საშუალებას აძლევს მოდელის ორი ვერსია წარმოადგინოს – საბაზო და უსაფრთხოების სრული ნაკრებით აღჭურვილი მოდელები.

”დიდი საოჯახო ავტომობილების” კლასში ახალი თაობის ჰიბრიდმა Toyota Prius-მა გაიმარჯვა. Euro NCAP-მ აღნიშნა, რომ მოდელის საბაზო ვერსია აღჭურვილია პაკეტით ”Toyota Safety Sense”, რომელიც ქვეითის ამოცნობისა და ფრონტალური შეჯახების აღკვეთის შესაძლებლობას იძლევა.

კატეგორიაში ”მცირე ზომის საოჯახო ავტომობილი” გამარჯვება Hyundai Ioniq-ს ერგო. Euro NCAP-მ მხოლოდ მოდელის ჰიბრიდული მოდიფიკაცია გატესტა, თუმცა, განაცხადა, რომ მაღალი შედეგები სრულად ელექტრო Ioniq-ზეც ვრცელდება.

”ყველაზე უსაფრთხო პატარა ყველგანმავალის” ტიტული იკ მეორე თაობის ქროსოვერ Volkswagen Tiguan-ს ერგო.

ჯერჯერობით არ დასახელებულა გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: ”დიდი ყველგანმავალი”, ”ზემცირე ავტომობილი”, ”მინივენი”, ”პატარა მინივენი” და ”სპორტქარი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები