LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქი სტოკჰოლმია

50

ევროპაში ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქი სტოკჰოლმია. მოგზაურთა პორტალმა TravelBird-მა მსოფლიოს 100-მდე ქალაქი შეისწავლა და საუკეთესოს გამოსავლენად ექსპერტებმა სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინეს. კრიტერიუმებს შორის იყო აეროპორტის ფუნქციონირება და მომსახურების ხარისხი, ტურისტული სექტორის განვითარების დონე, უსაფრთხოება ქუჩებში და უფრო მეტიც, ინგლისური ენის ფლობის დონე. ევროპის მასშტაბით ყველაზე სტუმართმოყვარე შვედეთის დედაქალაქი აღმოჩნდა. მსოფლიო რეიტინგში კი მას მხოლოდ სინგაპურმა გადაუსწრო. მეორე პოზიციას ფინეთი და ჰელსინკი იკავებს და ბოლოს ლიდერთა სამეულს ჰოლანდიის როტერდამი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე არასტუმართმოყვარე ევროპული ქალაქი ექსპერტთა აზრით – ბუდაპეშტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები