ევროპის ბაზარზე სამგზავრო ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები მაისის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა. Clean Technica-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული ელექტრომობილების წილი ბაზარზე 1,4%-ს აღწევს. ევროპელები ყველაზე ხშირად Renault Zoe-ს ყიდულობენ. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ევროპის ბესტსელერი ზედიზედ უკვე მეხუთედ ხდება.
მეორე ადგილი Mitsubishi Outlander PHEV-მა შეინარჩუნა, რომელიც სკანდინავიურ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გავიდა.
სამეულს კი BMW i3 ასრულებს.
მნიშვნელოვანი ფასდაკლებების წყალობით Nissan Leaf-მა მეოთხე პოზიცია დაიკავა.
ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილების ტოპ-5-ს Volkswagen Passat GTE ასრულებს.