LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილების ტოპ-10

37

ევროპის ალტერნატიული საწვავის ობსერვატორიის საავტომობილო ექსპერტებმა ელექტროქარების ბაზრის კვლევა ჩაატტარეს და სეგმენტის ყველაზე პოპულარული მოდელების ჩამონათვალი შეადგინეს.

პირველი პოზიცია Renault Zoe-მ დაიკავა. საინტერესოა, რომ გამოჩენისას ის დიდი მოთხოვნით არ სარგებლობდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ვარიაცია Z.E. 40 გამოჩნდა, ელექტროქარი ძალიან პოპულარული გახდა და რეიტინგის სათავეც დაიკავა. იანვრიდან მარტის ჩათვლით ეს მოდელი 9083-მა ევროპელმა შეიძინა.

რეიტინგის მეორე ადგილი ასევე ცნობილმა მოდელმა Nissan Leaf-მა დაიკავა, ევროპაში ეს ავტომობილი 5 940 ადამიანმა შეიძინა.

ლიდერთა სამეულში ასევე გერმანული მოდელი, BMW i3 შევიდა, ევროპაში იანვარ-მარტის პერიოდში მისი რეალიზაცია 3 956 ავტომობილს შეადგენს.

ასევე, აღსანიშნავია ამერიკული ელექტროქარები Tesla Model X და Model S, ისინი 2 902 და 3 715 რაოდენობით გაიყიდა. ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდნენ, თუმცა პირველ ათეულში მაინც შევიდნენ ელექტრომობილები: KIA Soul EV, Hyundai Ioniq Electric, Volkswagen e-Golf, Mercedes B250e, Volkswagen e-Up.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები