LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური ზონა მადრიდში გაჩნდება

75
hero-madrid-rio

ესპანეთის დედაქალაქის ხელისუფლება გეგმავს, რომ 2024 წლისთვის შექმნას ევროპაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური ზონა, სადაც მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ამ ზონის ფართობი 604 კვადრატული კილომეტრი იქნება.

მიზნის მისაღწევად ქალაქში მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების შესვლა მკაცრად აიკრძალება. შეზღუდვა შეეხება 2006 წლამდე გამოშვებულ დიზელის და 2000 წლამდე გამოშვებულ ბენზინის ავტომობილებს.

მთლიანობაში ახალი რეგულაციები 315 ათასზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აკრძალავს.

მადრიდი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით 60%–ით შეამციროს. ესპანეთის დედაქალაქი „მწვანე“ ტრანსპორტს განავითარებს და მოსახლეობას ყველანაირად წაახალისებს, რათა ელექტრომობილები შეიძინონ. დასაწყისისთვის, ყველა ადამიანს, ვინც „მწვანე“ მანქანას იყიდის, ღირებულების 50% უკან დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები