LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

119
Capture

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები.

მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში.

კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც მთლიანად 2022 წელს მხოლოდ 941 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მათი ცნობით, შემთხვევებმა ბოლო თვეებში მოიმატა და სასწრაფო ზომების არმიღების შემთხვევაში ტენდენცია გაგრძელდება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები