LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში უკვე მე-10 თვეა ახალი მანქანები აღარ იყიდება

135
cars

ევროპული ავტო ბაზრობა ელექტრონული კომპონენტების დეფიციტის გამო ისევ მძიმე მდგომარეობაშია. გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა უკვე მე-10 თვეა რაც მცირდება და ბაზარი სერიოზულ წაგებაშია. ევროპელ ავტომწარმოებელთა ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ევროპასა და დიდ ბრიტანეთში 830 447 ავტომობილი დაარეგისტრირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,2 პროცენტით უფრო ნაკლებია.

თუკი 2020 წლის პანდემიურ აპრილს არ ჩავთვლით, წლევანდელი აპრილი ევროპული ავტო სამყაროსთვის ყველაზე უიღბლო იყო. მანქანები აღარ იყიდება აღარც ერთ დიდ ბაზარზე – ესპანეთის, იტალიის, გერმანიის და საფრანგეთის. ზოგადად, ყველაზე ნაკლები დანაკარგი ესპანეთს ჰქონდა – 12%. გერმანიაში მაჩვენებელი 21,5% იყო, საფრანგეთში – 22,6%, ხოლო იტალიაში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი 33%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება მწარმოებლებს, Volkswagen Group-ის გაყიდვების მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა, Stellantis-ის 31%-ით, Mercedes-Benz-ის 22,6%-ით, BMW Group-ის – 17,6%-ით და ბოლოს Renault Group-მა 16,3%-ით იზარალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები