LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში თასები დაინაწილეს: რეკორდებს რეკორდები მოყვა

134

ევროპული სეზონის ბოლოს ტრადიციულად ქვეყნის სათასო ბატალიების ჯერი დგება. მოწინავე ქვეყნებში ფინალური მატჩები ერთ დღეს დაემთხვა და უნდა ითქვას, რომ სენსაცია არსად დაფიქსირებულა. მოიგეს მათ, ვისაც უნდა მოეგო, ერთადერთი შესაძლოა ინგლისში „არსენალი“ ჩემპიონ „ჩელსისთან“ ფავორიტად არ მიიჩნეოდა, მაგრამ დიდ სენსაციას ვერც მეთოფეების გამარჯვებას ვერ ვუწოდებთ.

 
“არსენალმა” ასოციაციის თასის ფინალში “ჩელსი” 2:1 დაამარცხა, მეცამეტედ მოიგო აღნიშნული ტურნირი და “მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგი გაამუჯობესა. “არისტოკრატებთან” შეხვედრაში “მეთოფეთა” მხრიდან გოლები ალექსის სანჩესმა და აარონ რემზიმ გაიტანეს, ხოლო ანტონიო კონტეს გუნდიდან თავი დიეგო კოშტამ გამოიჩინა.


ასევე რეკორდი დაამყარა არსენ ვენგერმა. ფრანგი სპეციალისტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ასოციაციის თასი 7-ჯერ მოიგო. 67 წლის სპეციალისტმა ჯორჯ რემზის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც “ასტონ ვილას” თასი 6-ჯერ მოაგებინა.


არსენ ვენგერი (არსენალი): “პირველივე წუთებიდან დიდებულად ვითამაშეთ. ვამაყობ, რომ კარიერაში ინგლისის 7 თასი მოვიგე. რაც შეეხება ჩემს მომავალს კლუბში, სამშაბათს შევხვდები ხელმძღვანელობას და ყველაფერი გაირკვევა”.

 

ბარსელონა – ალავესი 3:1 (3:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ბარსელონა: სილესენი, უმტიტი, პიკე, მასკერანო (გომეში 11), ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ვიდალი 83), ნეიმარი, მესი, ალკასერი.

გოლები: 1:0 მესი (30), 1:1 ტ.ერნანდესი (33), 2:1 ნეიმარი (45), 3:1 ალკასერი (45+3)
ნეიმარმა პუშკაშის დროიდან პირველმა შეძლო ზედიზედ სამ ფინალში გატანა ესპანეთის თასზე. მესი კი პირველი ფეხბურთელია 1950 წლის შემდეგ, ვინც ოთხ ფინალში შეძლო გოლის გატანა.

ლუის ენრიკეს კარიერა “ბარსელონაში” დასრულებულია.

ამ მატჩის შემდეგ “ვისენტე კალდერონი” სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. “ატლეტიკოს” ლეგენდარულმა სტადიონმა საფეხბურთო მატჩს ბოლოჯერ უმასპინძლა და სამუდამოდ დაგვემშვიდობა. უახლოეს პერიოდში “ვისენტე კალდერონისგან” მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩება, ხოლო შემდეგ ამ ადგილას “ატლეტიკო” კლუბის პარკს ააშენებს.


„აინტრახტი“ – „დორტმუნდი“ 1:2 (1:1)

ბერლინი, „ოლიმპიაშტადიონი“, მაყურებელი: 74 322

„აინტრახტი“: ჰრადეცკი; ჰექტორი, აბრაჰამი, ვალეხო; ჩანდლერი (მეიერი 72), მედოიევიჩი (ტავატა 56), გაჩინოვიჩი, ოცზიპკა; ფაბიანი (ბლუმი 79), რებიჩი; სეფეროვიჩი

„დორტმუნდი“: ბურკი; ბარტრა (დურმი 76), სოკრატისი, შმელცერი (კასტრო 46); პიშჩეკი, გინტერი, კაგავა, გუერეირო; დემბელე; ობამეიანგი, როისი (პულიშიჩი 46)

გოლები: 0:1 დემბელე (8), 1:1 რებიჩი (29), 1:2 ობამეიანგი (67, პენ)

გაფრთხილება: გაჩინოვიჩი (38), ჰრადეცკი (66), აბრაჰამი (69), რებიჩი (87) – დემბელე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 5:5

„დორტმუნდმა“ გერმანიის თასი მეოთხედ მოიგო, ხოლო „აინტრახტი“ ევროპა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, აქ ადგილი ბუნდესლიგის მეშვიდე ადგილოსან „ფრაიბურგს“ ერგო.


 

“პარი სენ ჟერმენმა” საფრანგეთის თასის ფინალში “ანჟერი” 1:0 დაამარცხა. “სტად დე ფრანსზე” გამართულ შეხვედრაში ერთდერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 91-ე წუთზე საკუთარ კარში ისა სისოკომ გაიტანა.

პარიზულმა გუნდმა საფრანგეთის თასი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. თასზე 10-ჯერ უმარჯვია “მარსელს”, 6-6-ჯერ მოიგო “სენტ-ეტიენმა” და “ლილმა”.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში უნაი ემერის გუნდმა “მონაკო” 4:1 დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები