ევროკავშირის მასშტაბით მუშაობის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 4,4%-ით გაიზარდა. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანობაში ევროპაში შრომის საშუალო ანაზღაურება 22,9 ევროს შეადგენს, ევროზონის ქვეყნებში – 25,5 ევროს.
ევროზონის მასშტაბით ეს მაჩვენებელი ყველაზე მეტად ლიეტუვაში (+13,4%), ესტონეთში (+8,8%) და ხორვატიაში (+8,7%) გაიზარდა. ყველაზე ნაკლები მატება დაფიქსირდა – იტალიაში, მალტასა და ფინეთში (+2,3%).
იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროზონაში არ შედიან, ყველაზე მეტად ხელფასები გაიზარდა – უნგრეთში (+16,4%), ბულგარეთში (+15,5%), რუმინეთში (+12,3%) და პოლონეთში (+11,7%), ყველაზე ნაკლებად კი – დანიასა (+2,2%) და შვედეთში (+3,0%).
ყველაზე მეტად შემოსავალი გაეზარდათ იმ ადამიანებს, ვინც სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ან ენერგეტიკის და ფინანსების სფეროში მოღვაწეობს.