LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში საუკეთესო გზები ჰოლანდიას, პორტუგალიას და საფრანგეთს აქვს

73
race

ჰოლანდიაში, პორტუგალიაში და საფრანგეთში მდებარე მაგისტრალები სპეციალისტებმა საუკეთესოდ აღიარეს.

შეფასებისას კი ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა გზის საფარის ხარისხი, კომფორტულობა, გამძლეობა, ასევე დიდი ყურადღება მიექცა იმასაც, თუ რამდენად განვითარებული იყო საგზაო ინფრასტრუქტურა.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჰოლანდიამ 6,18 ქულა, პორტუგალიამ 6,05 ქულა, საფრანგეთმა კი 5,96 ქულა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური შეფასება 7 ქულას შეადგენდა.

სიის მეორე ბოლოში კი რუმინეთის (მან მხოლოდ 2,96 ქულა მოაგროვა), მალტის(3,24 ქულა), ლატვიის(3,45 ქულა), ბულგარეთის(3,52 ქულა) და უნგრეთის (3,89 ქულა) გზები მოექცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები