LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ქარხნებიდან გამზადებული ავტომობილების ტრანსპორტირება უჭირთ, ტვირთის გადამზიდი არავინაა

112
stellantis

ევროპაში ქარხნებიდან მზა ავტომობილების გადამტანი მძღოლების დიდი დეფიციტია. ამის გამო ათასობით მანქანა სალონებამდე და კლიენტებამდე ვერ მიაქვთ. შედეგად ავტომწარმოებლებს უწევთ, რომ დახმარება თავისივე თანამშრომლებს სთხოვონ. მძღოლებად მუშაობის შეთავაზება უკვე მიიღეს Stellantis-ის ქარხანაში დასაქმებულებმა და კონცერნმა ამ გზით 140 ადამიანის მოგროვება შეძლო.

მძღოლებად გაფორმებულ მუშებს საქმიანობის შეცვლა დროებით ანდაც მუდმივად შეუძლიათ. Stellantis მზადაა, მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და სატვირთოს შეძენაშიც კი დაეხმაროს. მათთვის, კი ვისაც მძღოლად მუშაობა მომავალში არ სურს, ქარხანაში ძველ პოზიციას შეინახავენ.

ანალოგიურად მოიქცა Renault-იც. ფრანგულმა მწარმოებელმა სპეციალისტებიც კი დაიქირავა, რათა თავის თანამშრომლებს მძღოლის პროფესიის ათვისებაში დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები