LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ფრენის დროს დარეკვა და ინტერნეტს გამოყენება აკრძალული აღარ იქნება

61
5G Altimeter Radar

ევროკომისიამ ავიაკომპანიებს თავის თვითმფრინავებში უახლესი 5G ტექნოლოგიის დამონტაჟების უფლება მისცა. ეს კი მგზავრებს საშუალებას მისცემს დარეკონ, ინტერნეტი გამოიყენონ და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გააგზავნონ. ინფორმაციას ამის შესახებ digital-strategy ავრცელებს.

5G ქსელის გამოყენება სატელიტური ინტერნეტის დახმარებით იქნება შესაძლებელი.

მგზავრებს კი პირობას აძლევენ, რომ მიწასა და ჰაერში კავშირის ხარისხს შორის ისინი სხვაობას ვერ ნახავენ და 5G ინტერნეტის ფასი მათი ტარიფით უცვლელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგია ქსელურ კავშირს მიწაზე მოძრავი ტრანსპორტისთვისაც გააუმჯობესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები