რონალდინიო შიდა პატიმრობაში გადაიყვანეს. მან 1.6 მილიონი დოლარის გირაო გადაიხადა.
Football Insider: “ლივერპული”, “რეალი” და “ბარსა” ტრაორესთვის იბრძოლებენ. “ვულვერჰემპტონს” თითქმის 80 მლნ უნდა.
Daily Mail: “მანჩესტერი” 130 მლნ ევროზე მეტს დაკარგავს, თუ სეზონი არ ჩამთავრდება.
Mundo Deportivo: “რეალი” არ დაიბრუნებს რონალდოს. ეს კლუბის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, გუნდი ახალგაზრდა ფორვარდს ეძებს.
“რეალს” სურს მოთამაშეებს ხელფასი 12%-ით შეუმციროს თუ სეზონს ჩაამთავრებენ, ხოლო თუ ვერა – 20%-ით.
ბუნდესლიგა აპირებს მატჩებზე 239 კაცი შეუშვას, მათ შორის 30 ჟურნალისტი და 4 ბურთის მიმწოდებელი ბავშვი.
ზეპ ბლატერი მუნდიალების ქრთამებზე: “ფიფას აღმასკომის საფუძველში ჯენტლმენური შეთანხმება იდო”.
“ბარსა”, “მანჩესტერი” და “არსენალი” დაინტერესებული არიან “რეალ B”-ის 19 წლის ჰავბეკით ხელაბერტეთი.
“ლივერპულის” ტოპ მენეჯერებმა ხელფასი შეიმცირეს 25%-ით და ამის შესახებ არ უთქვამთ, რათა ფეხბურთელებზე ზეწოლა არ მოეხდინათ.
“მანჩესტერმა” წარმოადგინა იმ ფეხბურთელების ნაკრები, რომლებმაც რაიან გიგზთან ყველაზე მეტი მატჩი ითამაშეს. ტოპ 3-ში სქოულზი, კინი და გარი ნევილი შევიდნენ.
ლა ლიგა შესაძლოა 29 მაისს განაახლონ. მატჩები ყოველ 72 საათში ჩატარდება მაყურებლის გარეშე.
პსჟ-მ გადაწყვიტა გამოისყიდოს იკარდი 70 მლნ ევროდ (Corriere dello Sport).
“მილანი” დაინტერესებულია დავიდ სილვათი და უკვე შეხვდა მის აგენტებს.
სერია ა-მ შესაძლოა საერთო შეკრება მოაწყოს რომში და სეზონი დედაქალაქში ჩაამთავროს (La Repubblica).
ნიდერლანდების ჩემპიონატის 19 ივნისს განახლება სურთ.