ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. ევროკავშირის სტატისტიკის ბიურომ „ევროსტატმა“ უკანასკნელი 20 წლის მონაცემები შეაჯამა და დაადგინა, რომ 1996 წლის შემდეგ ავარიათა რაოდენობამ მთელი 57%-ით დაიკლო. ყველაზე უსაფრთხო გზები კი შვედეთში მდებარეობს და ყოველ მილიონ ადამიანზე მსხვერპლი მხოლოდ 27-ია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ის სიაში მეორე ადგილს იკავებს და მილიონ მაცხოვრებელზე – 28 მსხვერპლია. სიის ბოლოში კი ყველაზე მეტი ავარიით ბულგარეთი და რუმინეთი მოექცნენ და მათ შემთხვევაში მსხვერპლის რაოდენობა თითქმის 100 ადამიანს უტოლდება.