ევროპაში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება. ინფორმაციას ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია (ACEA) აქვეყნებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს, ოქტომბრის გაყიდვების გამოკლებით, ევროკავშირის მაცხოვრებლებმა 11,66 მილიონი სატრანსპორტო საშუალება შეიძინეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,7%-ით მეტია.
ყველაზე პოპულარული ევროპაში იანვარ-სექტემბრის შედეგებით Suzuki-ია. მასზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 22-3%-ით არის გაზრდილი. ასევე გაუმჯობესდა PSA Peugeot Citroen-ის, Toyota-ს, Renault-სა დაVolkswagen Group-ის გაყიდვები.