LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას რუსული ხომალდებით ფრენა არ სურს, უფასოდაც კი

116
Michael-OLeary

ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავით ფრენაზე უარს იტყოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ასეთი შესაძლებლობა უფასოდ მიეცემოდა. ამის შესახებ მან CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უფასოც რომ ყოფილიყო, რუსულ თვითმფრინავს არ ავიღებდი, დიდი მადლობა,“ – აღნიშნა ევროპული გადამზიდის გენერალურმა დირექტორმა.

ინტერვიუს დროს მაიკლმა გააკრიტიკა მსოფლიო ავიაციის გიგანტი, კომპანია Boeing. საქმე ისაა, რომ წარმოება არ ჩქარობს შეკვეთების დროულად შესრულებას და თვითმფრინავების გამოშვებას სხვადასხვა პრობლემების გამო აფერხებს.

როგორც ცნობილია Boeing-ს 236 შეუსრულებელი შეკვეთა აქვს. Ryanair-ში შიშობენ, რომ 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის 10 ლაინერით ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე კონტრაქტში ჰქონდათ გაწერილი. ეს კი ბუნებრივია, ავიაგადამზიდის ფრენების შეფერხებას და მგზავრთა დისკომფორტს გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები