LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ოლივერ ვარჰეის ქცევასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს: ტის როიტენი

146
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის წევრი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ტის როიტენი Twitter-ზე წერს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სურს, გამოიძიოს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქმიანობა.

მისივე განცხადებით, „კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს კანონისთვის გვერდის ავლას და ძირს უთხრის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალურობას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში“.

„მოუწოდებს კომისიას გამოიკვლიოს, წარმოადგენს თუ არა კომისრის ქცევა და პოლიტიკა ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსის და კომისრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას“, – აღნიშნულია შესწორების ტექსტში, რომელსაც ევროპარლამენტარი აქვეყნებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები